ქართულ-ამერიკული იურიდიული კომპანიის ხელმძღვანელი ნიუ-იორკში, ეკა ეგუტია ამბობს, რომ ამერიკაში უკანონოდ საზღვრის კვეთის შემთხვევებმა იმატა.
მისივე თქმით, ამერიკაში თავშესაფარს ითხოვენ ძირითადად პოლიტიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობის კუთხით.
“იმის გამო, რომ ვიზებს ვერ იღებენ, უკანონოდ კვეთენ საზღვარს. შემდგომ როცა ბარდებიან ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ვალდებულნი არიან აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მოისმინონ, თუ რას ითხოვენ ეს პირები და შემდეგ ისინი დაკავების ცენტრებში მოათავსონ. ჩვენ ვერთვებით ამ დროს, იურიდიული დახმარების კუთხით, რომ დავიხსნათ ისინი პატიმრობიდან, შემდგომ უკვე სასამართლოში ვაწარმოოთ მათი თავშესაფრის განაცხადი.”, – ამბობს ეკა ეგუტია.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა.
“იმატა როგორც ყოფილი, ასევე, მოქმედი სახელმწიფო მოხელეების რიცხვმა, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ, ძალოვანი სტრუქტურებიდან შემოსულთა რიცხვმაც იმატა, პატრული, თავდაცვის სამინისტრო. არის ზოგიერთი სხვა კატეგორიის მაძიებლებიც, რომლებიც უბრალოდ, სოციალური გაჭირვების გამო ცდილობენ შემოაღწიონ ამერიკაში”, – აცხადებს ეგუტია.