1897 წლის 17 ივლისის Hamilton Spectator-ში დაბეჭდილ სტატიაში ვკითხულობთ: ,,კაზაკები მხიარული ხალხია. ჩვენ გავეცანით მათ ბელადს, მისი სახელია პრინცი ლუკას და იგი პრინცია თავის სამშობლოში, როგორც ჩანს (Lucas) ეს მისი სახელის ინგლისურენოვანი ვარიანტია. მას შეუძლია ცოტა ინგლისურად ლაპარაკი, და ამის გამო ძალზედ ამაყია. მას თან ახლდა ერთი კაზაკი, სიმპატიური ახალგაზრდა წვეტიანი წვერით, რომელსაც ხელში რუსულ-ინგლისური ლექსიკონი ეჭირა. პრინცმა ლუკასმა უამრავი ინფორმაცია მოგვაწოდა კაზაკების შესახებ, და ამავე დროს გულმოდგინეთ გვიხსნიდა რომ ისინი რუსები კი არა, ქართველები არიან, კავკასიიდან.” 1903 წელს თედო სახოკიას პარიზში შემთხვევით შეხვედრილმა გურულებმა შესჩივლეს: `სიკვტილი რავა არ არის, ყველა კაზაკებს გვეძახიან და ისიც ვერ გავაგებიეთ, რომ საქართველის შვილები ვართო.~ (იმდროინდელ გაზეთებში ბევრ სტატიას გადააწყდებით, სადაც გურულები დაჟინებით ცდილობენ აუხსნან ყველას, რომ ისინი რუსები კი არა, ქართველები არიან). იმხნად საფრანგეთში მყოფმა გურულებმა დიდი აურზაური გამოიწვიეს. იარაღასხმული გუნდი ნამდვილ მეომრებს აგონებდა ფრანგებს და სადაც კი გაივლიდნენ, ქუჩებში ტევა აღარ იყო. ,,მთელი ექვსის დღის განმავლობაში მარსელელების ყურადღებას იქცევდნენ თურმე გურულები თავიანთის ჩაცმა-დახურვით, იარაღით, მიხვრა-მოხვრით, გურულ სხაპა-სხუპით ლაპარაკით… ქუჩებზე ტევა აღარ იყო ხოლმე. ყველას ყაზახ-რუსები ეგონათ და აქეთ-იქიდან იძახდნენ- ,,Vive Cosaques!” ყაზახ-რუსებს გაუმარჯოს!… წასვლის წინ სენ-ლაზარის სადგურზე მშვენივრათ შემოსძახეს ,,პატარა საყვარელო”, მოხდენილად ლეკურიც დაუარეს, გულ-აჩუყებულნი გამოგვეთხოვნენ და მატარებლებმა შერბურგის ნავთსადგურისკენ გააქანა, საიდანაც გემი ექვსის დღის უკან ნიუ იორკში გაიყვანს ყველას” (,,ცნობის ფურცელი” 16 აპრილი, 1903).
PS ყაზახ-რუსების რა მოგახსენოთ და გურულებს კი გაუმარჯოს!
ფოტოზე ლუკა ჩხარტიშვილი თეთრ ჩოხაში და მისი გუნდი
წყარო : ირაკლი მახარაძე