საქართველოს ხელისუფლებას გაუგებარი, არასწორი და მავნებლური პოზიცია აქვს – გიგი წერეთელი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთელის განცხადებით, ის თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინის გარშემო უდიდეს გავლენას მოახდენს საქართველოზე, რაც დღევანდელ ხელისუფლებას არ ესმის.

„თუ განხორციელდა საომარი მოქმედებები, განსაკუთრებით ფართომასშტაბიანზეა საუბარი ან სხვა ნებისმიერ შემთხვევაში,თუ რუსეთი მიაღწევს რაიმე ხერხებითა და მოქმედებებით საკუთარ სურვილს, ეს სურვილი ნატო-ს გაფართოების შეჩერება და რეგიონში მისი გავლენების გაზრდაა, მაშინ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საქართველოსა და მის სამომავლო პერსპექტივებზე ექნება ძალიან სერიოზული გავლენა. ეს პირველ რიგში უნდა ესმოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს აბსოლუტურად გაუგებარი, არასწორი და მე ვიტყოდი, მავნებლური პოზიცია“ , – განაცხადა წერეთელმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share