ინგლისელი ინჟინერ-მექანიკოსი გორისფერდის და ასკანის სპილენძის საბადოებზე

ინგლისელ ინჟინერ-მექანიკოს მაკსვინის პატაკი თავად ციციანოვისადმი (1805 წლის 13 აგვისტო) შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას გურიის სამთო შესწავლასთან დაკავშირებით.
.
პატაკში მაკსვინი ციცინოვს წერს, რომ ექსპედიცია დასავლეთ საქართველოს მადნეულის შესწავლის მიზნით ძალიან წარმატებული გამოდგა. ასევე წერს, რომ სამეგრელოს შესწავლის შემდეგ 14 აპრილს გაემგზავრა გურიელში (გურიაში), რისი ნებართვაც მან მიიღო გურიის მფლობელის ქაიხოსრო გურიელისაგან ლიტვინოვის დახმარებით. გურიაში ჩავიდა 18 აპრილს და ჩასვლისთანავე დაიწყო მადნეულის შესწავლა. სადაც მან აღმოაჩინა:
.
1) სპილენძის მადანი სოფელ გორის-ფერდის სიახლოვეს ტყითდაფარული მთის ძირში;
2) იგივე სპილენძის მადანი სოფელ კატოზელში ხუთ ვერსტის დაშორებით გორის-ფერდიდან;
3) სპილენძი სოფელ ასკანის მახლობლად დაახლოებით 10 ვერსტზე გორისფერდიდან.
.
მაკსვილი პატაკში წერს, რომ მას უდროობამ და სხვადასხვა გარემოებებმა არ მისცა საშუალება სრულყოფილად შეესწავლა მადანი მთათა სიღრმეებში; წერს, რომ მის მიერ აღმოჩენილი საბადოები იმედისმომცემია, მადანის ჩატანა გურიელიდან პორტამდე კი თითქმის სრულადაა შესაძლებელი წყლის ტრანსპორტის გამოყენებით.
.
მაკსვილი ბოლოს აღნიშნავს: „გურიელის ადგილმდებრეოობა თავსთავად ძალიან ხელსაყრელი ადგილია ქარხნების ასაშენებლად, ამისათვის საჭირო ხეტყე და წყალი აქ საჭიროზე მეტია.“
.
(Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею 1868 г.)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share