აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, ზურა გურულმა სოციალურ ქსელში დაწერა:
ყველაფერი ფარდობითი რომ არ იყოს ამ ჩვენს ცოდვილ პლანეტაზე, მაშინ თავისუფალი სამყარო მართლა იარსებებდა და მსოფლიოც ერთგვარი სადისტური მოლოდინით არ დააკვირდებოდა 40 მილიონიან ქვეყანას, სადაც რამდენიმე კვირაა ბავშვები და მათი მშობლები საზარელი კატასტროფის მოლოდინით იძინებენ და იღვიძებენ. მითუმეტეს რა გრაფიკულად აღწერეს ეს კატასტროფა “თავისუფალი სამყაროს” გენერლებმა. პროტესტის გრძნობაც აღარ აქვთ ადამიანებს. შეეგუენ იმ ფაქტს, რომ ვიღაც კაცთმოძულე მანიაკს შეუძლია მილიონობით უდანაშაულო ადამიანი ტერორის ქვეშ აცხოვროს. ბუნებრივად მიაჩნიათ ეს.
ე.წ. თავისუფალი სამყარო პრივილიგირებულთა თავისებური კლუბი გახდა. ამ კლუბის გარეთ მცხოვრებთა უფლებებს კი არავინ იცავს, რადგან მათი დაცვა თავად კლუბის წევრების ინტერესებს დააზარალებს. ასე ნელნელა ქრება “თავისუფალი სამყაროს” ცნება; თუმცა ის ალბათ არც არასდროს არსებობდა, რადგან ყოველთვის ფარდობითი იყო.