ოზურგეთის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” , თათია ნიკოლაშვილი ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“მაშინ,როცა მაღალჩინოსნები ბიუჯეტის,ხალხის ფულით დამატებით მდიდრდებიან – მოსახლეობას უძვირებენ ტარიფებს,კომუნალურებს,ფასებს საწვავზე,მედიკამენტებზე,პროდუქტებზე .
მაშინ,როცა ქვეყანაში ხალხი უკიდურესი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას – ქვეყნის პრემიერ მინისტრი, ნაცვლად ამ ადამიანებზე ზრუნვისა,დაკავებულია მეუღლისთვის ტყის ჩუქებით.
ადამიანების ძარცვა არ დამთავრდება მანამ, სანამ რუსი ოლიგარქის კრიმინალური ბანდა მართავს ქვეყანას. ცვლილებები არის ერთადერთი გამოსავალი და ჩვენ ნამდვილად შევძლებთ შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას ღირსეული ცხოვრება და უსაფრთხო გარემო” – წერს ნიკოლაშვილი.
აღსანიშნავია რომ დღეს, გაზრდილი ტარიფების,კომუნალურების და ფასების ზრდასთან დაკავშირებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოზურგეთში, გორსა და სამტრედიაში აქციები გამართა.