ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობას „ტვიტერზე“ ქართული ტექსტით უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ  ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ქართულ ენაზე სოციალურ ქსელში “ტვიტს” აქვეყნებს.

“მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისა და უკრაინის ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას!”, – წერს ზელენსკი და საქართველოს პრეზიდენტის უკრაინისადმი მხარდამჭერ “ტვიტს” აზიარებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share