რევერანსი პირადად ვლადიმერ პუტინს – “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რუსეთიდან კიდევ ერთი ოპოზიციონერი ქვეყანაში არ შემოუშვა. ანდრეი დავიდოვს საზღვარზე არაფერი აუხსნეს. ის უბრალოდ გააძევეს, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აფიქრებინებს, რომ პუტინის შავ სიაშია.
ეს სია სავარაუდოდ დიდი ხნის წინ ქართულ სპეცსამსახურებს გადაეცა და უკვე მინიმუმ სამი რუსი ოპოზიციონერი, მესაზღვრეებმა საზღვრიდან ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს.
ოპოზიცია ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ოკუპანტის ინტერესებში მოქმედებაში ადანაშულებს, თავად “ქართულ ოცნებას” კი პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება აქვს – მმართველი პარტიის ლიდერები ადასტურებენ, რომ ცდილობენ კრემლი არ გააღიზიანონ.
მთავარი არხი