გოგონათა საფეხბურთო კლუბ “ნიკეს” მამაკაცი მწვრთნელის მიერ არასრულწლოვანების მიმართ ჩადენილ სექსუალურ შევიწროებაზე, სასამართლომ მოსარჩელეების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. ინფორმაციას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს.
“ეს წუთია #PHR-მა მოიგო საქართველოში პირველი საქმე სპორტში ქალების, მათ შორის არასრულწლოვანი გოგოების მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე!
შევიწროებას ახორციელებდა კაცი მწვრთნელი.
ასევე, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა მორალური ზიანის მოთხოვნაც.
ეს გადაწყვეტილება დასაწყისია საქართველოში ათლეტი ქალებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.