”მე არასდროს ვტყუი, ეს შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება კონკრეტულად ამ თემას, არის ბევრი საინტერესო დეტალი და ეს დეტალები გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს დეტალები შეიძლება ჩვენც არ ვიცოდით თავის დროზე, მაგრამ მოგვიანებით გახდა ცნობილი. როდესაც გავიხედეთ უკან, ბევრი რამ უფრო ასახსნელი გახდა” – განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარეზე გიორგი გახარიაზე საუბრისას პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ეს განცხადება კობახიძემ იმის შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა მას შეახსენა გახარიაზე 2020 წლის 13 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება: “ბევრი ბუზი ბზუისო, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუისო”.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხდებით, დადგება დრო, როდესაც “ქართული ოცნება” იტყვის, რა მოხდა რეალურად და რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, თუ გიორგი გახარია ისაუბრებს, იმაზე, რეალურად რა მოხდა, “თავს გაინადგურებს”.
წყარო : ფორმულა