“მე დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, მიწევს ამის აღიარება, რომ დიახაც, ნაგულისხმევი ვიქნებოდით. ბატონ ზელენსკის მეგობარი სახელმწიფოსგან ჰქონდა მეტის მოლოდინი და მესმის, რომ ის ფრჩხილებს არ ხსნის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საზოგადოებამ ხომ ვიცით. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, საზოგადოების მხრიდან არის დიდი სოლიდარობა და საქართველოს მოქალაქე აკეთებს იმას, რომ უკრაინელ ხალხს გააგონოს მისი სოლიდარობის ხმა, რასაც უნდა აკეთებდეს წესით და რიგით ამ სახელმწიფოს ხელისუფლება.
სამწუხაროდ, ეს რეალობა უკრაინელებისთვის და ქართველებისთვის არის არასახარბიელო. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინის მიმართ, თავად მოდით, საქართველოს მოქალაქემ განსაჯოს რამდენად ადეკვატურია დუმილი, რამდენად ადეკვატურია განცხადების არ გაკეთება საქართველოს ხელისუფალის მხრიდან. მე ასეთ ადამიანს, ვისაც იოტისოდენა ხარისხით მაინც შერჩენია ობიექტურად ვითარების შეფასების უნარი, არ ვიცნობ. სხვა საკითხია როდესაც შენ სხვადასხვა სუბიექტური მოსაზრებების გამო გიწევს შავზე თეთრის თქმა. ასეთი ადამიანები ვაღიარებ, არსებობენ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.