მარტოხელა პენსიონერი ალექსანდრე 11 წლია კოსტავას ქუჩაზე მოქალაქეებს თანადგომას და შემწეობას სთხოვს. ბედის უკუღმართობით ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოხუცი ახლა სამადლოდ სხვის ბინაში ცხოვრობს, მაგრამ ყოველ დილით მაინც იმ ქუჩაზე ბრუნდება, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა.
წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, თბილისიც, ადამინებიც, ცხოვრების ტემპიც. უცვლელია მხოლოდ ბათურა, ძაღლი რომელიც ერთულ მეგობარს ყოველ დილით ერთსა და იმავე ადგილას ელოდება.
მთავარი არხი