დღეს მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს დღე იუნესკომ 1999 წელს დააარსა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და განვითარებას ისახავდა მიზნად. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება.
2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საქართველოში 2005 წლიდან დაწესდა.
alia.ge