მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ შესაბამის კლინიკაში – ლუდმილა დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველი მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ შესაბამის კლინიკაში, რომელშიც მას მკურნალობა ჩაუტარდება, რადგან მისი ჯანრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეაბილიტაციას საჭიროებს.

დენისოვა ამბობს, რომ კლინიკა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი უნდა მოთავსდეს ექიმთა კონსილიუმის მიერ მოთხოვნილი ყველა აპარატურით აღჭურვილი უნდა იყოს.

ლუდმილა დენისოვას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებაზე უარის თქმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის დარღვევაა.

შეგახსენეთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გამოაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს. მედიკოსები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა  და მაღალია  ინვალიდიზაციის რისკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share