ზელენსკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის მოთხოვნას განიხილავს

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ – ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ, ესტონეთის პრეზიდენტთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ მივიღე თხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, განეხილა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები “მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share