“საათში ორი ადამიანი გვეღუპება. ეს არის მნიშვნელოვანი ახლა და არა ის, ვინ შევა პარლამენტში”, – აცხადებს ირმა სოხაძე აჭარის მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში”
” ახლა გამოვიყვანოთ ხალხი ქუჩაში, კიდევ კომუნიკაციები და კიდევ ურთიერთობები, ხალხო პანდემიაა! საათში 2 ადამიანი გვეღუპება! ვინმე ამაზე ფიქრობს? ვინმე ამაზე პასუხს აგებს? ეს არის დღეს მთავარი, თუ ის – ვინ შევა პარლამენტში? მაპატიოს ყველამ, სულ არ მენაღვლება ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა” – აცხადებს მომღერალი.