რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებმა ანტონოვის აეროპორტზე, რომელიც კიევის ცენტრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს, კონტროლი დაამყარეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ კიევის ოლქში ერთი რუსული და სამი დაუდგენელი ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში, ქალაქის მთავრობამ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი გაფრთხილება გამოსცა და მოქალაქეებს მიწისქვეშა თავშესაფრების მოძიებისკენ მოუწოდა. დედაქალაქში კვლავ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის.