რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, პერსონალი კი მძევლად აიყვანეს

რუსეთის სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველზე მიხაილ პოდოლიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მძიმე ბრძოლის შედეგად, ჩვენი კონტროლი ჩერნობილის ობიექტზე დაკარგულია. ყოფილი ატომური სადგურის მდგომარეობისა და ბირთვული ნარჩენების შესანახი ობიექტის მდგომარეობა უცნობია“ , – განაცხადა პოდოლიაკმა.

“რუსმა ოკუპანტებმა აიღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და პერსონალი მძევლად აიყვანეს” – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის მრჩეველმა ალიონა შევცოვამ Facebook-ზე დაწერა.

 “რუსებმა დაიპყრეს ჩერნობილის სადგური. სადგურის თანამშრომლები მძევლად არიან. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებას”, – წერს ის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share