გამოცემა CNN აშშ-ს დაზვერვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაზე მიმდინარე შეტევები რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა.
“სავარაუდოდ, მოვლენები რამდენიმე ფაზაში განვითარდება, რამდენი ან რამდენ ხანში, ეს არ ვიცით, მაგრამ რასაც ვხედავთ, ფართომასშტაბიანი შეჭრის საწყისი ფაზაა”- თქვა თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მისივე ცნობით, რუსეთის სამიზნე დედაქალაქი კიევია: “ისინი გადადიან კიევზე”, – თქვა CNN-თან ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისივე ინფორმაციით, რუსეთი კიევს სამი მიმართულებით უტევს: ყირიმიდან, ქალაქი ხერსონის მიმართულებით, ბელარუსიდან კიევის მიმართულებით, კიევის ჩრდილოდასავლეთიდან ჩრდილოაღმოსავლეთის მიმართულებით.
“ჩვენი შეფასებით მათი განზრახვა ხელისუფლების ჩამოგდება და საკუთარი რეჟიმის დასმაა, რაც ახსნის ამ ადრეულ ძვრებს კიევის მიმართულებით”,- თქვა მან.