ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მისი წინასწარმეტყველებები ვრცელდება:
შეგახსენებთ ლელა კაკულიას რამდენიმე ძველი წინასწარმეტყველებას რუსეთ-უკრაინის ომზე.
1992 წელი, 11 აპრილი
რუსეთ–უკრაინის ომი გარდაუვალია. დიდი ნგრევა, სისხლი. რუსეთი კოლონიზატორის როლში შედის, იპყრობს უკრაინას.
1993 წელი, 26 სექტემბერი
რუსეთ-უკრაინის ომი შეარყევს მსოფლიოს; არ შეარყევს საქართველოს. რუსეთი იმაზე მეტ სიკვდილს მოიმკის, ვიდრე საქართველოში დათესა.
1994 წელი, 4 ივლისი
რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვალია!!!
რუსეთი იპყრობს უკრაინას, ბელორუსს, ციმბირს, ბურიატიას და კიდევ სხვ. რუსეთს სურს საბჭოთა კავშირის ტერიტორია შეინარჩუნოს აუცილებლად. უკრაინას თითქოს უცდიან, როდის მოვა გონზე და ბელორუსივით უკან გაჰყვება. რუსეთი ყველაფერს დათმობს და უკრაინას — არა. „დიდი რუსეთი იწყება კიევის რუსეთიდან“, – ასე მიაჩნიათ.
უკრაინა რუსეთს დიდი დროს წაართმევს. საქართველო გამოძვრება.
საბოლოო ჯამში, რუსეთი უკრაინაში წააგებს…”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ ეტაპზე უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ოკუპანტები უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობენ. სამხედრო აგრესიის შედეგად, არიან დაღუპულები და დაშავებულები როგორც სამოქალაქო პირებში, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა რიგებში.