ოზურგეთის მერიის ყველაზე მსხვილ ფინანსურ პარტნიორს რუსეთის მიერ უკრაინასთან ომის დაწყების გამო, აშშ მ და ბრიტანეთმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
აშშ-მ რუსეთს ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა VTB ბანკის ქართული ფილიალიც, რომლის ქონება და აქტივებიც გაიყინება.
აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში:
- შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ივაჭროს დოლარში, ევროში, ფუნტში, იენში
- შეფეხდება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებლის ზრდა
- შეიზღუდება რუსეთის ჩართულობა 21-ე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკაში
- სანქციებს დაუწესდება რუსეთის უმსხვილეს ბანკებს, მათ შორის VTB-ს. გაიყინება მათი ანგარიშები აშშ-ში
- სანქციები დაუწესდება კრემლის ელიტას და მათ ოჯახებს
- სანქციები ასევე შეეხება რუსულ სამთავრობო კომპანიებს
ბაიდენის თქმით, ბანკები, რომლებსაც სანქციები უწესდებათ, მთლიანობაში 1 ტრილიონზე მეტ აქტივს ფლობენ. მისივე თქმით, ჯერჯერობით რუსეთი არ იქნება გათიშული SWITF-ის საერთაშორისო სისტემიდან, თუმცა ბანკებისთვის დაწესებული სანქციებს მსგავსი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე.
აღსანიშნავია, რომ VTB ბანკი დიდი ბრიტანეთის მიერ სანქირებულ კომპანიათა სიაშიც მოხვდა.
ყველა დიდ რუსულ ბანკს გაეყინება აქტივები და იქნება გამორიცხული დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. ეს ასევე მოიცავს VTB ბანკის ანგარიშების სრულად და დაყოვნებლივ გაყინვას.
ცნობისათვის VTB ბანკი ოზურგეთის მერიის ყველაზე მსხვილი ფინანსური პარტნიორია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ძირითადად მხოლოდ ამ ბანკთან თანამსრომლობს დაწყებული თანამშრომელთა სახელფასო ვალდებულებებით დამთავრებული ფინანსური პოლიტიკით,