ოზურგეთში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ოზურგეთში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ახლახან დასრულდა უკრაინის მხარდასაჭერი აქცია ოზურგეთის ჭადრების ბაღში. აქციაში მონაწილეობა ადგილობრივებთან ერთად, ოზურგეთში მოქმედმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა უკრაინის მოქალაქემ: “უნდა დასრულდეს ეს სისხლისმღვრელი ომი, რომელმაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. მადლობას გიხდით ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის”-აღნიშნა ქალბატონმა.
უკრაინას მხარდაჭერა აქციის პატარა მონაწილემ, ავთანდილ კეკელიძემ სამხედრო ფორმითა და უკრაინული დროშით გამოხატა:
“მინდა რომ დასრულდეს ეს რუსული აგრესია და უკრაინელმა ხალხმა გაიმარჯვოს. მე მხარს ვუჭერ უკრაინას და გამარჯვებას ვუსურვებ”
დღეს გამართული აქციის ორგანიზატორი, სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე იყო:
“25 თებერვალია, საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის დღე და სიმბოლურად დავამთხვიეთ რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპაციის პროტესტი. სპონტანურად შევიკრიბეთ, გამოვუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანას. მსოფლიო ერთად უნდა დადგეს ბოროტების წინააღმდეგ”.

ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა

 

ფოტოს გახსნა

ფოტოს გახსნა

No description available.

No description available.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share