საქართველოს სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა:
“ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას“”, – წერს ზურაბიშვილი.