გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა. ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება ავრცელებს, თუმცა ის ოფიციალურად არ დასტურდება.

ჟირინოვსკი საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით, ორმხრივი პნევმონიითა და ფილტვის 75%-იანი დაზიანებით 2 თებერვალს გადაიყვანეს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებას ის 2 კვირის განმავლობაში მალავდა.

რუსული მედიის ცნობით, 2 წლის განმავლობაში, ჟირინოვსკი რუსული “სპუტნიკით” რვაჯერ აიცრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share