საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს “შაბათის ეთერიდან” მიმართავს – მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს, პირდაპირ ეუბნება, რომ “პრეზიდენტის სიკვდილში ხელს ნუ გაისვრის”:
ვფიქრობ, არ უღირს მას ხელების გასვრა პრეზიდენტის მკვლელობაში. არ შეიძლება რომ მისი ხელშეწყობით საქართველო იქცეს პრეზიდენტების სერიული მკვლელობების ქვეყნად. ამას ყველაფერს ექნება ფასი”- ამბობს სააკაშვილი.
საქართველოე მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ფართო ერთობას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს
“ყოველთვის შეიძლება მეტის გამოყენება. მე არავის კონკურენტი არ ვარ. არცერთი თანამდებობისთვის არ ვიბრძვი, ახლა ქვეყნის დამოუკიდებლობის გადარჩენის საკითხი დგება და აქ პირადი საკითხები არაფერ შუაშია. ამიტომ ფართო ერთობას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს”- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
tvpirveli.ge