„ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიები მანდატებთან ერთად დაფინანსებაც დაკარგავენ“, – ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენს პარტიაში დღეს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მივიღეთ გადაწყვეტილება, საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე, შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც ან არ ვერ შეეწინააღმდეგებიან ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. გარდა ამისა სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილნი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.