,,აბა რა, უნდა მოვესწრო პუტინის იმპერიის რღვევას, ისე ნუ წამიყვანს ღმერთი ამ ქვეყნიდან”, – ამის შესახებ Cnews – ს რეჟისორმა ქეთი დოლიძემ განუცხადა.
დოლიძემ Cnews – თან საუბრისას დაადასტურა, რომ ფეისბუქზე უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებული სტატუსი ნამდვილად მან გამოაქვეყნა და დასძინა:
,,ვიღაც მანქურთ, ავადმყოფ ნაციონალებს ჰგონიათ, რომ პუტინისტი ვარ თუ რა?! ცნობისთვის, აფხაზეთის ომში, ოჩამჩირეში 700 ქალთან ერთად მე ვიყავი. სააკაშვილი კი ომის დროს მიწას თხრიდა და გამორბოდა. ვისაც ამის დავიწყება უნდა მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არ დაივიწყონ, ბევრს ნუ მელაპარაკებიან ვიღაც მანქურთები”, – აცხადებს დოლიძე.
ცნობისთვის, ქეთი დოლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: ,,იმედი მაქვს მეც მოვესწრები პუტინის ბოროტი იმპერიის ნგრევას!”.