Anonymous-ის ჰაკერებმა ბელარუსული ბანკების საიტებზე შეტევა დაიწყეს

Anonymous-ის ჰაკერები ინტერნეტსივრცეში ბრძოლას აგრძელებენ – ამჯერად მათი თავდასხმის სამიზნე არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ბელარუსიცაა.

ამის შესახებ ჰაკერები ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებენ.

„Anonymous ანადგურებს ბანკის საიტებს ბელარუსში,“- ნათქვამია მათ განცხადებაში.

ჰაკერები სამი ბანკის: „პრიორბანკის“, „ბელარუსბანკისა“ და „ბელინვესტ ბანკის“ საიტების გათიშვის შესახებ იუწყება.

ცნობისთვის, ჰაკერებმა გატეხეს რადიოსიხშირე, რომელზეც რუსი ოკუპანტები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და იქ უკრაინის ჰიმნი გაუშვეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share