”მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს,” – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინსიტრი დენის შმიგალი “ტვიტერზე” წერს.
“უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!”, – აღნიშნავს შმიგალი.
ის საქართველოს საკითხზე კიდევ ერთ “ტვიტს” აქვეყნებს და ქართველ ხალხს მიმართავს.
“თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!”, – აღნიშნავს შმიგალი ქართულ ენაზე დაწერილ “ტვიტში”.