რუსული აგრესიის გამო, ბოლო 6 დღეში, უკრაინა 700 000-მდე ადამიანმა დატოვა. ინფორმაციას გაეროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული სამხედრო ინტერვენციის შედეგად ათეულობით სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.