რუსეთის იზოლაცია სულ უფრო ტოტალური ხდება. ახალი ქვეყნები და მსოფლიო ბიზნესის გიგანტები პირდაპირ ამბობენ უარს მოსკოვთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე. კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გათიშულია და აქტივები გაყინულია.
მოსკოვის საფონდო ბირჟა მეორე დღეა დახურულია. მცირდება ნავთობის იმპორტი. საომარ ხარჯებთან ერთად ყოველდღიურმა ზარალმა რამდენიმე ათეულ მილიარდს მიაღწია და კრიზისი სულ უფრო ღრმავდება.
ანალიტიკოსების შეფასებით, სულ რამდენიმე დღეში რუსეთის მოსახლეობა მთელი სიმძაფრით იგრძნობს ეკონომიკური პრობლემების ტვირთს და ქვეყნის შიდა პოლიტიკური პრობლემებიც ამ მომენტიდან დაიწყება.
მთავარი არხი