რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი აიღეს. ქალაქში ამ დრომდე ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.
ქალაქის მერის, იგორ კოლიხაევის ინფორმაციით, ოკუპანტებმა პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს. ის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ხერსონში მედიკამენტებისა და საკვების გაგზავნას,ასევე, დაჭრილების ევაკუაციას ითხოვს.
რუსეთის ჯარებმა დაიკავეს სუმის რეგიონის ქალაქი ტროსტიანეც. სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თქმით, სამი რუსული კოლონა ქალაქში სხვადასხვა მხრიდან შევიდა და მთლიანად დაიკავა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქში დაზიანებულია ყველა ელექტროგადამცემი ხაზი, საავტომობილო გზები.