გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოსკოვისგან მოითხოვს, შეწყვიტოს ძალის გამოყენება და გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 141-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 5: რუსეთი, ბელორუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ერითრია, 35 -მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის არიან, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ყაზახეთი, პაკისტანი, ირანი, ერაყი და კუბა.