“ომის შვილები” – ბავშვები, რომლებიც ქვეყანას უკრაინაში ომის დროს მოევლინენ

27 თებერვალს კიევში სირენების ხმაზე ტყუპი დაიბადა. მანამდე, 26 თებერვალს, ივანო-ფრანკოვსკში საჰაერო თავდასხმის დროს კიდევ ერთი გოგონა დაიბადა; ორი ბიჭი და ერთი გოგონა კიევსა და ხერსონშიც გაჩნდა.

,,ხანძრისა და აფეთქებების ქვეშ ცხოვრებაც გაჩაღდა და უკრაინელმა ახალშობილებმა ტირილიც დაიწყეს’’ – წერს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმები გრძელდება. ქვეყანაში ყველა თავშესაფარს ეძებს. სწორედ ამიტომ ზოგიერთ ორსულ ქალს საავადმყოფოს სარდაფებისა და თავშესაფრებისთვის უწევს თავის შეფარება, სადაც პატარებს საშიშ, თუმცა იმედით სავსე სამყაროში ხვდებიან.

უკრაინის საავადმყოფოები

მუშაობენ ექსტრემალურად დიდი განაკვეთებით, რათა დარწმუნდნენ, რომ დედების მშობიარობის პროცესი ყოველმხრივ უზრუნველყოფილია.

,,სიცოცხლის საფრთხის ქვეშ მყოფი ექიმები ტოვებენ თავშესაფრებს, ეხმარებიან ქალებს მშობიარობაში და ბრუნდებიან მათთან ერთად უსაფრთხო გარემოში’’ – ამბობენ უკრაინელები.

ერთ-ერთი პირველი გოგონა, რომელიც ომის დროს დაიბადა, მიაა. მისი ფოტო უკრაინელმა პოლიტიკოსმა ჰანა ჰოპკომ “ფეისბუქზე” გააზიარა და ქვეყანას აჩვენა, როგორც სიმბოლო იმისა, რისთვისაც ნამდვილად ღირს ბრძოლა.

“თუ ბავშვები იბადებიან თავშესაფრებში მაშინაც კი, როცა დაბომბვა გრძელდება, მტერს ამ ომში არავითარი შანსი არ აქვს” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის თავშესაფრებს ძირითადად ტექნიკისა და სხვადასხვა სახის იარაღის შესანახად იყენებენ, თუმცა კედლები საკმარისად სქელია იმისთვის, რომ ბომბებისა და სროლის ხმები არ გაატაროს. თავშესაფარი უკიდურესად ელემენტარული საჭიროებებითაა მოწყობილი, მაგრამ აქ უსაფრთხოების განცდა სუფევს. ხალხი იატაკზე ზის, ფანჯრები არ არის და როგორც ამბობენ, მხოლოდ ძალიან ძლიერი აფეთქებების ხმა ესმით.

კიევში, ბუნკერში ქალმა სამი ტყუპი გააჩინა; მეორემ 23 წლის ასაკში რთულად, მაგრამ უკრაინელი ექიმების ძალისხმევით, უსაფრთხოდ იმშობიარა, სულ რამდენიმე დღის წინ კი თავშესაფარში ექვსი ტყუპი გაჩნდა.

marao.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share