ხვალ, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, სადაც მხოლოდ “ქართული ოცნება” იქნება წარმოდგენილი, 90 დეპუტატით. როგორ წარმოუდგენია ხვალინდელი სხდომა ენმ-ის ერთ ერთ წევრს, სალომე სამადაშვილს, ის საკუთარ ფეისბუკ გვერდზე შემდეგს წერს: “ხვალინდელი სხდომის გახსნა დაახლოებით ესე წარმომიდგენია-ლადო კახაძე იტყვის ბიძინას სადღეგრძელოს და მიუძღვნის ლექსს, ტრიბუნაზე გამოაგორებენ როიალს, ელისო ბოლქვაძე აკომპანიმენტს გაუწევს ბიძინას დიდების ჰიმნს, ბიძინას ზოოპარკის გუნდის შესრულებით” – წერს სამადაშვილი.