მამუკა მდინარაძე : არ ვაპირებთ შევირჩინოთ არჩევნების გაყალბების ბრალდება

„არ ვაპირებთ შევირჩინოთ არჩევნების გაყალბების ბრალდება“- აცხადებს ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი, მამუკა მდინარაძე.

„ძალიან გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ ვაპირებდით არცერთ მომენტში და არც ახლა ვაპირებთ, მით უმეტეს, რომ შევირჩინოთ არჩევნების გაყალბების ბრალდება და ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. ყველა მათ სიყალბეს, რეალურს, განცხადებებში, მოქმედებებში ვამხელთ იმისათვის, რომ ქართული საზოგადოება, მათ შორის, მათი ამომრჩეველიც, არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც ისედაც დარწმუნებულია ამაში, დავარწმუნოთ, როგორ ატყუებდნენ მათ და როგორ ჰკადრებდნენ ამ ტყუილის შესაღებას“- ამბობს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში მანდატები 9 პარტიამ მოიპოვა, თუმცა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მანდატების გამოყენებას არ აპირებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share