ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვს.
“სასწრაფოდ, მინიმუმ: უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსებისთვის. უნდა გართულდეს მოქალაქეობის მიღება. უნდა გართულდეს უძრავი ქონების შეძენა – მინიმუმ მოთხოვნილ იქნას ფულის წარმომავლობის დადასტურება. დიდი მოძალებაა რუსების საქართველოსკენ. მოქალაქეები თვითონ ცდილობენ რაღაც გამოსავლების და ლოკალური ინციატივების მოფიქრებას. ეს ყველაფერი არაეფექტურია, თუ სახელმწიფომ არ იმოქმედა.” – წერს ჯანგირაშვილი.