ნიუ-იორკი მზად არის უკრაინელი ლტოლვილები მიიღოს.
ნიუ-იორკის გუბერნატორი ქეთი ჰოჩული, მანჰეტენზე წმინდა გიორგის სახელობის უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, წირვას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
სიტყვით გამოსვლისას, გუბერნატორმა ჰოჩულმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადამირ პუტინი და პირობა დადო, რომ 20 მილიონი ნიუ-იორკელი დადგება უკრაინელი ხალხის გვერდით.
ჩვენ ვიკრიბებით ამაღამ აქ სალოცავად , მე ასევე ვგრძნობ ტკივილს ჩვენს გულებში, მაგრამ მაინც ვგრძნობ დაუმორჩილებლობას ჩვენს სულებში, განაცხადა ნიუ იორკის გუბერნატორმა.
ჩვენ ვნახეთ უკრაინელი ხალხი პუტინისა და მისი არმიის თავდასხმის ქვეშ, მაგრამ ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ უკრაინელები დგანან ტირანიის წინააღმდეგ ისე, რომ შთააგონებენ დანარჩენ მსოფლიოს თავისუფლების წყურვილისკენ.
ასე რომ, 20 მილიონი ნიუ-იორკელის სახელით, მე ვარ აქ, რათა გულწრფელად ვთქვა, რომ ჩვენ ვდგავართ ამ ტირანიის წინააღმდეგ და ვგმობთ პუტინის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის უსამართლო და არაადამიანურ დარღვევას. ჩვენ ვიქნებით უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით ახლა და სამუდამოდ, განაცხადა ნიუ იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოჩულიმ.
წყარო : ფეისბუქ-გვერდი ამერიკა ამერიკა