სისხლიანი მილიარდები, რომელსაც რუსი ოლიგარქები და პუტინის გარემოცვის წევრები, აქამდე ყოველდღიურად შოულობდნენ, ახლა საათობრივად კარგავენ. მსოფლიო რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ, უპრეცედენტო სანქციებით უკვე გაერთიანდა, ახლა კი რუსი მილიარდერებისთვის, ძვირადღირებული იახტების, პირადი თვითმფრინავების, ვილებისა და სახლების ჩამორთმევით გრძელდება;
მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების პარალელურად, რუსმა ოლიგარქებმა უკვე 80 მილიარდი დოლარის ქონება დაკარგეს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის;
ვლადიმერ პუტინს, როგორც სამხედრო დამნაშავეს ჰააგის ტრიბუნალი ემუქრება, მისი გარემოცვის შავ- ბნელ საქმეებს კი შეერთებული შტატების სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის; სანქცირებული რუსების შავი სია, ყოველ დღიურად იზრდება.