უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქ ვინიცას აეროპორტი რუსი ოკუპანტების მხრიდან მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად სრულიად განადგურდა.
როგორც მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უკრაინის ინფრასტრუქტურის და ცხოვრების განადგურებას.
„მე ახლახანს შემატყობინეს ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ – 8 რაკეტა. ჩვენი მშვიდობიანი ვინიცა არასდროს დამუქრებია რუსეთს. სარაკეტო შეტევა არის მკაცრი, ცინიკური, აეროპორტი მთლიანად განადგურებულია. ისინი აგრძელებენ ჩვენი ინფრასტრუქტურის, ჩვენი ცხოვრების განადგურებას, რომელიც ჩვენ, ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა, უკრაინელების თაობამ ავაშენეთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.