ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ორ ორსულს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟვიამ მიაწოდა.
„გვყავს ორი ინფიცირებული ორსული ქალბატონი, დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ეს მოცემულობაა ამ დროისთვის, “- გვითხრა მჟავიამ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში კორონავირუსის 226 შემთხვევაა დადასტურებული. ხოლო 133 პაციენტი გამოჯანმრთელდა.