პოლიტიკურ ორგანიზაცია “ალტ ინფოს” ოზურგეთის ოფისი რამდენიმე დღეში გაიხსნება.
ორგანიზაციას თბილისის მერ კახი კალაძის მარჯვენა ხელი ილა კეჭაყმაძე და შემოქმედის ეპარქიის მაკვანეთის ეკლესიის წინამძღვარი მამა ვახტანგი (თოხაძე) დააფუძნებენ.
დამფუძნებლებმა ოზურგეთში გურიის ქუჩაზე სამსართულიანი კომპლექსი იქირავეს, სადაც ადრე ე.წ. “ბეშიტაშვილის საცხობი”, სასტუმრო და კაფე ბარი იყო განთავსებული.
როგორც “გურიის მოამბესათვის” ხდება ცნობილი აღნიშნული შენობა 4 ოჯახის საკუთრებაა, მათ შორის ერთ ერთი ილა კეჭაყმაძის მეუღლეა, ასევე თავად ვასილ ბეშიტაშვილი და გელა კობალაძე.
როგორც ერთ ერთმა მეპატრონემ “გურიის მოამბეს” უთხრა, “ალტ ინფო” მათ ორი თვის წინ დაუკავშირდა, გაფორმდა ხელშეკრულება: “ჩვენი შენობა ცისფერი ფერის იყო, არ მოეწონათ ფერი ახლა მიმდინარეობს, გადაღებვითი სამუშაოები, ასევე სრულდება შიდა რემონტი და სარემონტო სამუშაოებისათვის ფინანსები “ალტ ინფომ” მოგვცა” – გვეუბნება ერთ ერთი მეწილე.
თუმცა ჩვენთვის ცნობილი ხდება. რომ მომხდარით რამდენიმე, კომპლექსის თანამოწილე უკმაყოფილოა, მათ შორის გელა კობალაძე და მოითხოვენ ხელშეკრულების მხარესთან სასწრაფოდ გაწყვეტას.
ამასობაში მამა ვახტანგ თოხაძე აწარმოებს ორგანიზაციისათვის ადგლობრივი კადრების შერჩევას. თავმჯდომარეობაზე მას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით უარი უთხრა ყველა იმ ადამიანმა ვისაც ის დაუკავშირდა, მათ შორის კახა კეჭაყმაძემ და საკუთარმა დამ, მელექედურის სკოლის დირექტორმა ნათელა თოხაძემ.
გვაინტერესებდა ეპარქიის ოფიციალური პოზიცია უკრაინა რუსეთის ომთან და “ალ ტინფოს” პარტიული სტრუქტურების მშენებლობაში ეკლესიის წარმომადგენელთა ჩართულობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, თუმცა შემოქმედის ეპარქიაში ტრადიციას არ ღალატობენ და ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
ეპარქიის პოზიცია მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მამა ვახტანგი კონსულტაციებს “ალტ ინფოს” ოზურგეთის ოფისში გაწევრიანებაზე რამდენიმე სასულიერო პირთან აწარმოებს.
დეტალები მოგვიანებით.