„ოცნების“ დდეპუტატმა, ლადო კახაძე პოლიტიკური ლექსი დაწერა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„იქნებ თქვენც ასე ფიქრობთ
დემოკრატიულად წვიმს,
ავტოკრატიულად – თოვს,
დიქტატორულად – ყინავს,
ქარი სხვის ფოთლებს ჰგვის,
წამზომი გვითვლის დროს,
უსაქმურობა – ხვრინავს.
მარცხი სალოკ თითს ხრის,
ტყუილი აგებს ომს,
უდარდელობა – ფრინავს,
ღვინო მამაა ძმრის,
შური სიყვარულს გმობს,
ბუზი თავს აკლავს მინას.
შიში ლანდის წინ თრთის,
კუდი ნაკვალევს სპობს,
გუგულს ჩუქნიან ბინას,
მსუნაგი ძრახვა ხტის,
შიმშილი ლუკმას გთხოვს,
ვირთხა განსაცდელს ტვინავს.
მაჯა ძალას გრძნობს მხრის,
“არა” ზურგს აქცევს “ხოს”,
ცოდვა უბრალოდ ძირავს,
არა ირწმუნო მის,
ვისაც ორგული ძმობს,
იმას გონება წირავს…“