უკრაინისა და რუსეთის პირველი დიპლომატების შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, საათნახევრიანი უშედეგო მოლაპარაკებით დასრულდა. ოფიციალური კიევის მთავარ მოთხოვნაზე, შეწყდეს ცეცხლი და საომარი მოქმედებების ზონიდან მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ არსებობს.
რუსეთი ერთი მხრივ მზაობას აცხადებს, თუმცა ყველა შეთანხმება მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ, ისევ კრემლის მიერ ირღვევა და საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნე, კვლავ რიგითი უკრაინელები არიან,
რომლებიც გამუდმებით იბომბებიან რუსული არტილერიის მიერ.
დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ასევე ბუნდოვანი დარჩა შედგება თუ არა ზელენსკისა და პუტინის პირისპირ დიალოგი.
მთავარი არხი