Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანიამ Meta ადასტურებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დროებით ცვლის ძალადობასთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით წესებს.
კომპანია ამბობს, რომ მან “დროებით” დაუშვა ძალადობრივი მეტყველება – მაგალითად “სიკვდილი რუს დამპყრობლებს” – რაც ჩვეულებრივ არღვევს მის წესებს.
“მეტამ” თქვა, რომ ის არ დაუშვებს ძალადობისკენ მოწოდებებს რუსი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
კომპანიის შიდა წერილები Reuters-მა მოიპოვა. მედია წერს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაშვებული იქნება პოსტები, რომლებიც პუტინისა და ლუკაშენკოს სიკვდილზე მოწოდებას შეიცავს. ცვლილებები ეხება აგრესიულ გამონათქვამებს, რომლებიც რუსი სამხედროების მიმართაც.
პოლიტიკის დროებითი ცვლილება, რომელიც რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის მოწოდების საშუალებას იძლევა, ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.