გია ხუხაშვილი: „ორივე დროშა აქვთ შენახული დახლქვეშ და რომელი დროშა აწიონ, ვეღარ გაიგეს“

პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება  რუსეთ-უკრაინის სამხედრო  კონფლიქტის ფონზე უნიჭოდ მანევრირებს:

“ჩვენი მთავრობა ეუბნება  ხალხს, რომ დიდების ჩხუბში არ უნდა ჩავერიოთ. თუ მარჯვენა ნაპირას გაგვრიყა, გავაგრძელებთ “გაუმარჯოს ნატოს”, მარცხენა ნაპირზე – რაც საჭიროა იმას. დღეს ძალიან დაბნეულები არიან. ორივე დროშა აქვთ შენახული დახლქვეშ და რომელი დროშა აწიონ, ვეღარ გაიგეს. მესამე მსოფლიო ომში ვართ ჩართულები. ბლიც კრივი რომ განხორციელებულიყო, რაც უნდოდა პუტინს, მარტის დასაწყისში იანუკოვიჩს ჩაიყვანდნენ უკრაინაში და ნეიტრალიტეტზე მიაწერდნენ ხელს. მეორე ეტაპი იქნებოდა უკვე საქართველო. მოამზადებდნენ ფონს და  საქართველოს ხელისუფლებასაც იგივე ტიპის დოკუმენტს შესთავაზებდნენ” – განაცხადა ხუხაშვილმა “ტვ პირველში” სატელევიზიო გამოსვლისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share