ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას დეკლარაციის მიხედვით, მან 2019 წელს ცესკოში ხელფასის სახით 113 697,9 ლარი აიღო. რაც შეეხება სხვა შემოსავალს, ჟვანიამ “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში” ლექტორბით 2019 წელს – 1 617 ლარი გამოიმუშავა.
დეკლარაციით, ასევე, ირკვევა, რომ ჟვანიამ 2019 წელს თბილისში ორი ბინა იყიდა, ერთი – პეტრე ქავთარაძის ქუჩა #58-ში, 61,1 კვ ფართის – 4 4000 დოლარად, ხოლო მეორე – ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კვარტალი II კორპუსი 11ბ. 148,99 კვ.მ დართობის – 117 000 დოლარადა.
თამარ ჟვანიამ ბინის გასხვიდებით 2019 წელს 85 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.