დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს – პეტიციას ხელს საქართველოში და ქვეყნის გარეთ მცხოვრები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები აწერენ.
ხელმომწერები ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებენ სანქციები დაუწესონ ოლიგარქ ივანიშვილს, რადგან ის საქართველოს არაფორმალური და ერთპიროვნული მმართველია და მჭიდრო საქმიანი და პოლიტიკური კავშირები აქვს კრემლთან.
ხელმომწერები ასევე უკანონო ფინანსური ტრანზაქციების გამო მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მსოფლიომ სანქციები დაუწესა პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს, თანამდებობის პირებსა და მის პროპაგანდისტებს. სანქცირებულია თვითონ პუტინიც.