პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თქმით, ცვლილება ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებში მოწმობს, რომ “ცესკოს და თამარ ჟვანიას არაფერი გაუფუჭებიათ”; ამ ფონზე კობახიძე ოპოზიციას დებატებში იწვევს.
“ხმების პარალელური დათვლის (PVT)-ის მონაცემების გადამოწმება და ხარვეზის დაფიქსირება მოწმობს, რომ სულ მცირე თამარ ჟვანიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საარჩევნო ადმინისტრაციას არაფერი გაუფუჭებიათ. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს, რომლებიც უკავშირდება ე.წ.კარუსელებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და მოსყიდვას, ამასთან დაკავშირებითაც კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევთავაზოთ მათ [ოპოზიციას] დებატები და ყველა მათ ბრალდებას გაეცემა ისეთივე მკაფიო და მძიმე პასუხი, როგორც გავეცით მძიმე პასუხი PVT-სთან დაკავშირებულ სპეკულაციებს”, – ამბობს კობახიძე.