როგორც ჩანს, პუტინი ნამდვილად უკმაყოფილოა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურით [ФСБ] და სამსახურის ორი მაღალჩინოსანი, მეხუთე განყოფილების ხელმძღვანელი, სერგეი ბესედა და მისი მოადგილე, ანატოლი ბოლუხი შინაპატიმრობაში გადაიყვანა – ამის შესახებ რუსი ჟურნალისტი, ანდრეი სოლდატოვი Twitter-ზე წერს.
გამოცემა meduza-ს ცნობით, მე-5 განყოფილება „პოპულარიზაციას უწევს კრემლის დღის წესრიგს, ყველა არსებული საშუალების გამოყენებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“ და „არა მხოლოდ მათში“.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი წერს, რომ ბესედა ფაქტიურად ხელმძღვანელობდა სადაზვერვო საქმიანობას უკრაინაში,
“ის ბიჭია, რომელმაც პუტინი შეცდომაში შეიყვანა, რომ უკრაინელი ხალხი მზად იყო, მისალმებოდნენ რუსებს, როგორც ე.წ. განმათავისუფლებლებს. ბოლოხი პასუხისმგებელი იყო დეზინფორმაციის გავრცელებაზე”,- წერს ის.